თავში

მდინარაძე: მარგველაშვილს პრეზიდენტობის დროსაც ეს რიტორიკა ჰქონდა

მდინარაძე: მარგველაშვილს პრეზიდენტობის დროსაც ეს რიტორიკა ჰქონდა
მდინარაძე: მარგველაშვილს პრეზიდენტობის დროსაც ეს რიტორიკა ჰქონდა

ახალი ამბავი არ არის მისი პოზიცია და განსხვავებული და ორიგინალური არაფერი უთქვამს, პრეზიდენტობის დროსაც ამ რიტორიკას მიყვებოდა, რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

"წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ ადამიანს, მათ აქვთ თავისი საქმე, მათი საქმეა ახლა ,,ნაციონალური მოძრაობის" მარათონში ჩაჯდებიან თუ არა, მათ მესიჯებს გაუზიარებენ თუ არ გაუზიარებენ. უბრალოდ, მე მენიშნა რამდენიმე დღის წინ მისი გაკეთებული განცხადება, როცა თქვა რომ ის დაინტერესდება დემოკრატიასთან დაკავშირებით რა ხედვები აქვს მიხეილ სააკაშვილსო.  სააკაშვილის ხედვები ვიცით და მის ტვინში ფორმულას ვერავინ გამოცვლის დემოკრატიასთან დაკავშირებით", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ"ტვიტერზე" დაწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system