თავში

ძალიან კარგი შესაძლებლობაა - დავით ზალკალიანი

ძალიან კარგი შესაძლებლობაა - დავით ზალკალიანი
ძალიან კარგი შესაძლებლობაა - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

"მიხარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას. ეს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და ის კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს," - აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა კოლეგამ სტევო პენდაროვსკიმ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისას სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system