თავში

ძალიან დათრგუნულები არიან - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

ძალიან დათრგუნულები არიან - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე
ძალიან დათრგუნულები არიან - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

ძალიან დათრგუნულები არიან და როგორც ჩანს, აღელვებულები არიან, როდესაც მოვიდა პერიოდი, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და უნდა დადგეს დღის წესრიგში კონკრეტული პარტიებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ჯგუფებზე წნეხს ახორციელებს.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ოპოზიციურ ჯგუფებში, რაც არ უნდა ძლიერი იყოს წნეხი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რაც არ უნდა შეკრება დაგეგმოს სააკაშვილმა უკრაინაში, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ სწორ არჩევანს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გათვალისწინებით - მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული პროცესისთვის. ან მოუწევს "ნაციონალურ მოძრაობას"და სხვა პროდასავლურ ჯგუფებს, მიიკრან იარლიყი, რომ ისინი არიან ძირგამომთხრელები საქართველოში დემოკრატიის, ან აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც დასავლური დემოკრატია მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლეთისკენ არის მნიშვნელოვანი და გამოეყოფიან ამ ჯგუფებს და გააკეთებენ განცხადებებს. არ ვიცი, პარლამენტში შემოსვლით თუ დაგმობენ იმას, რომ არ სურთ მათ ამ იარლიყის მიწებება", - განაცხადა ოხანაშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system