თავში

"ძალიან მეშინია და არ ვიცი, რა იქნება მომავალი შეხვედრისას" - ლიზა იასკო

"ძალიან მეშინია და არ ვიცი, რა იქნება მომავალი შეხვედრისას" - ლიზა იასკო
ძალიან მეშინია და არ ვიცი, რა იქნება მომავალი შეხვედრისას - ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატმა და მეგობარმა ქალმა, ლიზა იასკომ მოინახულა. 

როგორც იასკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მიზანი სააკაშვილის დარწმუნებაა, რომ ის ჯანმრთელი სჭირდება ქვეყანას. 

რადას დეპუტატის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

"ის მზად არის ბოლომდე წავიდეს სიცოცხლის ფასად. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რასაც ვუყურებ, სიტუაცია ისეთია, როდესაც საჭიროა მოქმედება. ასეთი ადამიანები არ არიან ციხისთვის შექმნილნი. ჩვენთვის მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ის ჯანმრთელი იყოს. 

ჩემი დანიშნულებაა, დავარწმუნო, რომ ის ჯანმრთელი სჭირდება ქვეყანას. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ჩვენ ის ძალიან გვჭირდება, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი. მე მას გადავეცი უკრაინის მხარდაჭერა.

ყოველედღე მისი მდგომარეობა უარესდება. მე ძალიან მეშინია იმ დღის, რომ შემდეგ ნახვაზე, არ ვიცი რა მდგომარეობაში დამხვდება", - განაცხადა ლიზა იასკომ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system