თავში

"ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია" - ირაკლი კობახიძე

"ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია" - ირაკლი კობახიძე
ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია - ირაკლი კობახიძე

ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია. კიდევ უფრო რთულია ისეთ ქურდთან და მკვლელთან შერიგება, რომელიც შენ გიწოდებს ქურდსა და მკვლელს. ეს მოვისმინეთ სააკაშვილის განცხადებაში. არა მხოლოდ სააკაშვილის, სხვების განცხადებებშიც. როდესაც ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შერიგება წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"იმის გასაღები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სულ ქუჩაში არ გარბოდეს, მე მხოლოდ ერთი რამ მგონია. რომ გადავხედოთ მათ ისტორიას, როდესაც "ნაცმოძრაობა" მოღონიერდებოდა ხოლმე, მაშინვე ექმნებოდა საფრთხე ქვეყნის სტაბილურობას და სიტუაცია ირეოდა. არაერთი ასეთი ეპიზოდი გვახსოვს 9 წლის განმავლობაში. როგორც კი "ნაცმოძრაობა" სუსტდებოდა, ქვეყანა წელში იმართებოდა და სტაბილურობას აღარ ემუქრებოდა საფრთხე. 

რაც უფრო მეტად დასუსტდება "ნაცმოძრაობა" მით მეტად დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის რეალურად სიმშვიდის გასაღები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი დასუსტებისთვის და ეს პროცესი მიდის. ტენდენცია კარგია, მთავარია მეტად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system