თავში

"ძვირფასო ქუთაისელებო" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

"ძვირფასო ქუთაისელებო" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
ძვირფასო ქუთაისელებო - მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ამჯერად ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართავს.

"მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს

ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი - შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.

გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.

სიყვარულით," - წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system