თავში

უგულავა: ოპოზიცია რეგიონებში საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს

უგულავა: ოპოზიცია რეგიონებში საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს
უგულავა: ოპოზიცია რეგიონებში საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს

,,ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად", - ამის შესახებ, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ევროპული საქართველოს ლიდერმა ისაუბრა.

გიგი უგულავას თქმით, კონსულტაციები უკვე ჰქონდათ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან", თუმცა, მათ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და თბილისის გარეთ, ოცდაორივე ოლქში, საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ.

,,ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია აუცილებელია ივანიშვილის გარანტირებულად დასამარცხებლად. ამ მხრივ, უკვე მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია - თბილისის საერთო მაჟორიტარების დასახელება. ახლა რაც შეეხება რეგიონებს. ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ენმ - სთან და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა - ენმ გადაწყვეტილება იგივე დარჩა - ყველგან დააყენოს კანდიდატურა. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ეს ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია, მაგრამ ნება მათია. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წინააღმდეგ მთლიანი ოპოზიციის მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად, ვთავაზობთ ყველა სხვა პარტიას - გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთახმდეთ რეგიონებში საერთო ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე. თუ ენმ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას შეცვლის და თბილისს გარდა რეგიონებშიც კოორდინირების სურვილი ექნება - კარი ღიაა კოორდინაცია აუცილებელია და ყველამ, ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია . რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში", - განაცხადა გიგი უგულავამ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system