თავში

ეკა ბესელია: რაღაც სრულდება და რაღაც იწყება...

ეკა ბესელია: რაღაც სრულდება და რაღაც იწყება...
ეკა ბესელია: რაღაც სრულდება და რაღაც იწყება...

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებას ეხმაურება და წერს, რომ ის, რაც ახლა საკანონმდებლო ორგანოში ხდება, ყველაზე უარესი სცენარია.

,,რაღაც სრულდება და რაღაც იწყება ... და ეს დაუსრულებლად...

დღეს ახალი, მე 10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება...

როგორია? ერთპარტიული და იქ ხალხის ნება და წარმომადგენლობაც მხოლოდ ერთპარტიული!

მეგონა, ველოდი და მსურდა უკეთესი ვიდრე იყო მე 7, 8 ან მე 9 მოწვევის პარლამენტი და აღმოჩდა ყველაზე უარესი სცენარი...

რასაკვირველია დროებითია...

მჯერა უკეთესი წინაა...

ვისურვებ ჩემს ქვეყანას ისეთი პარლამენტი ამშვენებდეს, სადაც ისმის - რა სურს ამომრჩეველს.

ახლა კი მოკლედ ანგარიშს ჩაგაბარებთ რა გავაკეთე.
2008 -12 წლის პარლამენტის მანდატი დავტოვე პროტესტის ნიშნად ( მაშინაც გაყალბდა) 2012 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჩავიბარე

2016 წელს - იურიდიული კომიტეტი.

26 მნიშვნელოვანი სიახლე და რეფორმა :

1 . ფართომაშტაბიანი ამნისტია და თავისუფლების მანიფესტი.

2 სამართლებრივი შეფასება და დასკვნა 2004-12 წწ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას - რომელსაც უნდა დაეზღვია მომავალში სისტემური დანაშაულობები.

3 . სახალხო დამცველის მოსმენის და ანგარიშის განხილვის ახალი სტანდარტი.

პირველად პარლამენტის ისტორიაში მიღებული დადგენილება რა უნდა გამოასწოროს მთავრობამ ( ეს კანონად ვაქციე და რეგლამენტში ახალი თავი ჩავწერეთ)

4 ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პირველად დავნერგე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი. ( ეს სიახლეც რეგლამენტში ჩავწერე)

5 პირველი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიის დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და მთავრობისთვის.

6 პირველი პრეცედენტი- ზედამხედველობის წესით პარლამენტის მიერ მთავრობისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი . ( ეს წესიც რეგლამენტში ჩავწერე)

7 გაეროს საზედამხედველო კომიტეტებთან საქართველოს მთავრობის მიერ ანგარიშების

წარდგენაზე პირველად დამკვიდრდა საპარლამენტო კონტროლი- ეს სიახლეც რეგლამენტში ჩავწერე

8 ახალი, სასწავლო პროგრამა პარლამენტის სასწავლო ცენტრისთვის ( ახალი წევრებისა და თანამშრომლებისთვის)- უკვე ამოქმედებულია!

9 პარლამენტის საკანონმდებლო ტექნიკის და პროცესის დახვეწა- ახალი ფორმა კომიტეტის მიერ დასკვნის შედგენის .

10 სკოლამდელი დაწესებულებების უდიდესი რეფორმა ( სამი წელი ვიმუშავე გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად) და 2016 წელს პირველი ახალი კანონი მივიღეთ ჩემი ავტორობით.

11 მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ცენტრის კონცეფცია და ახალი წესი ( რეგლამენტში ჩავწერე) - რომლის თანახმად ყველა კანონის განხილვაში სავალდებულო გახდა მოქალაქეების მოსაზრებების განხილვა და ანალიზი.

12 პეტიციის განხილვის ახალი წესის შემოტანა რეგლამენტში.

13. თემატური მოკვლევის დანერგვა 2015 წელს ბრიტანული მოდელის მიხედვით( ბრიტანელი ექსპერტების დახმარებით ახალი სტანდარტი ჩამოვაყალიბე , რაც ზრდიდა პარლამენტის საზედამხედველო როლს)

14 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოსმენის ახალი სტანდარტი საკომიტეტო ფორმატში ( ჯერ პრაქტიკა შევქმენი და შემდგომ ეს კარგი პრაქტიკა რეგლამენტში ჩემი ინიციატივით ჩავწერეთ)

15 მოქალაქეთა 52 ათასზე მეტი მომართვა, განცხადება, საჩივრის განხილვა - შესწავლა პირადად ჩემს მიერ.

16 ახალი კანონი ხმაურის აკრძალვის თაობაზე ( მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე მიღებული ახალი კანონი)

17 ახალი გზამკვლევის შექმნა პარლამენტის წევრების, საჯარო მოხელეებისთვის

18 პირველი გზამკვლევი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ენაზე რა უფლება- მოვალეობა აქვთ და რა შეუძლია პარლამენტს.

19 კომიტეტის ანგარიშების ჩაბარების ახალი სტანდარტი და ფორმა , რომელიც უკვე წესად იქცა .

20 მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის ჩაბარების წესი პირველად -ახალი სტანდარტით

21 ყოველ 6 თვეში კომიტეტის ანგარიშის ჩაბარების წესი სამოქალაქო სექტორთან.

22 საკონსულტაციო სამეცნიერო საბჭოს ახალი ფორმატის დანერგვა და ღია პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

23 ქალთა ძალადობის წინააღმდეგ პრობლემათა კვლევის პირველი თემატური ჯგუფის შექმნა და პირველი რეკომენდაციები მთავრობას.

24 კომიტეტის ახალი დებულების შექმნა და ახალი სტანდარტი ეტიკური ვალდებულებების დაცვის.

25 სასამართლო რეფორმის მე 4 ეტაპის ახალი ფორმატის შექმნა და იუსტიციის უნაღლესი საბჭოს და უმაღლესი სკოლის რეფორმის დაწყება ( ერთადერთი რაც ვერ დავასრულე ცნობილი მიზეზების გამო....)

26 და ბოლოს :

ყველა ამ გამოცდილების ნაკრები - პირველი სამაგიდო წიგნი პარლამენტარებისთვის!

ძალიან მეძვირფასება ეს წიგნი და დავუტოვე პარლამენტის ბიბლიოთეკას და სასწავლო ცენტს!

მადლობა მინდა გადავუხადო არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის

ევროკავშირს , ევროპის საბჭოს, გაეროს განვითარების ფონდს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ვესმისტერის ფონდს, ამერიკის საელჩოს, ბრიტანეთის , საფრანგეთის და შვეიცარიის საელჩოებს, ,, პროლოგს” ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, USAIDS, გერმანიის განვითარების ფონდს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისს, სახალხო დამცველის ოფისს. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობას, რომელიც 2013 წლიდან ყოველ წელს პარლამენტის ყველაზე აქტიური კომიტეტის და აქტიური დეპუტატის ტიტულს მანიჭებდა !!!!

სამართლიან არჩევნებს, ისფედს, კონსტიტუციის 42 მუხლს, კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის( იმედია არავინ გამომრჩა)

რასაკვირველია განსაკუთრებული მადლობა აპარატის იმ წევრებს ,ვინც ძალიან ბევრი იშრომა ჩემთან ერთად და ჩემს დედობილს ეთერ სვიანაიძეს, ალეკო ტაბატაძეს და პარლამენტის ყველა იმ თანამშრომელს ,ვისთანაც საინტერესო და დიდ , ღირებულ რეფორმებზე ვიმუშავე .

ეს იყო უნიკალური წლები, ჩემი საუკეთესო წლები გაღებული ჩემი ქვეყნისთვის!!! ეს მოკლე ჩამონათვალი სევდიანი ემოციით გავაკეთე და ანგარიში ჩავაბარე მათ ,ვისთანაც თავს ვალდებულად ვთვლიდი.პ.ს მჯერა, ოდესმე ეს დიდი რეფორმები გაგრძელდება უკეთეს პარლამენტში", - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system