თავში

ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა - ელისაშვილი

ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა - ელისაშვილი
ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა - ელისაშვილი

ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა , ვერაფერს მოაბა თავი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემა  გაუმართავია და ვაქცინაციის პროცესს, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ თავი ვერ მოაბა. 

"გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, არ დადასტურდა. ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა გუშინ და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი რეგისტრაციას, რომელზეც ყველა ფეხს ითრევდა თითქოს. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია - პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა , ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი "საწოლფონდი" და მსგავსი, ეს არის და ეს. ვხედავთ ჯანდაცვის სისტემა როგორი გაუმართავია და ვაქცინაცია არის კატასტროფა", - განაცხადა ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system