თავში

ელჩის ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება კოტექსტიდან ამოიღეს - საქართველოში ისრაელის სალეჩო

ელჩის ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება კოტექსტიდან ამოიღეს - საქართველოში ისრაელის სალეჩო
ელჩის ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება კოტექსტიდან ამოიღეს - საქართველოში ისრაელის სალეჩო

ისრაელის საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ელჩის რან გიდორის მიერ გუშინ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს“,- ამის შესახებ ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაცემის დროს ელჩმა ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი არ იჭერს რომელიმე მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში.

„ისრაელის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ამ კრიზისის დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგის გზით იმ კომპრომისის მოძებნა, რომელიც მისაღები იქნება ამ პროცეში ჩართული შესაბამისი მხარეებისთვის.

ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“,-აღნიშნავენ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system