თავში

ელექტრონული არჩევნებით ეს მანიპულაცია საბოლოოდ დასრულდება - კუჭავა

ელექტრონული არჩევნებით ეს მანიპულაცია საბოლოოდ დასრულდება - კუჭავა
ელექტრონული არჩევნებით ეს მანიპულაცია საბოლოოდ დასრულდება - კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, ელექტრონული არჩევნებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სხვადასხვა საკითხით მანიპულაცია დასრულდება.

,,2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ძალიან მარტივად მანიპულირება ოპონენტების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ არგუმენტები და ვერ ადასტურებენ კონკრეტული ფაქტებით, მაინც ხდება გარკვეულ საკითხებზე მანიპულირება. არის ეს "სომხური კარუსელი" თუ ბიულეტენების საკითხი, მათ შორის - დათვლასთან დაკავშირებით.

არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის დანერგვა ნამდვილად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მსგავსი მანიპულაცია საბოლოოდ დავასრულოთ. ეს აპარატები ავტომატურად ითვლის და მისი გადამოწმება კიდევ უფრო ადვილია,“ - აცხადებს კახა კუჭავა.

შესაძლოა, ქვეყანაში მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდეს. საკითხზე მუშაობა დაწყებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system