თავში

ელენე ხოშტარია პრეზიდენტს შეხვდება

ელენე ხოშტარია პრეზიდენტს შეხვდება
ელენე ხოშტარია პრეზიდენტს შეხვდება

ხვალ, 22 დეკემბერს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც შეხვდება. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან ხვალ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ და დიდი ინტერესით და შედეგზე ორიენტირებულად მივდივარ ხვალ 12 საათზე", - წერს ხოშტარია.

პრეზიდენტი დღეს უკვე შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" წარმომადგენელს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძეს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პარტია "ლელოს" ლიდერებთან - მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელების რეზიდენციაში მასპინძლობს პარტია "გირჩს" და პარტია "მოქალაქეებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს რამდენიმე დღეა მართავს.

შეხვედრებზე განხილვის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესია. აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა.

ამასთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა ცალკეულ პოლიტიკოსთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system