თავში

ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას.

"მინდა უკიდურესი პროტესტით გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" შემაშფოთებელ ინიციატივებს. "ქართულმა ოცნებამ" ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო.

პირველი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე - საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე - სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი". - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დიდი საერთაშორისო ძალისხმევით შეიქმნა.

"ქართულ ოცნება ფიქრობდა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა და ისინი ისევე მონურად დაიმორჩილებდნენ, როგორც იმორჩილებენ სხვა ინსტიტუტებს". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე საკითხებზე სასაუბროდ ელენე ხოშტარია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ხვალ, 30 დეკემბერს, 12:00 საათზე შედგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system