თავში

ელისაშვილის თქმით, ,,ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზა

ელისაშვილის თქმით, ,,ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზა
ელისაშვილის თქმით, ,,ოცნებამ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზა

არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა "ქართულმა ოცნებამ" ალეკო ელისაშვილს შესთავაზა. ინფორმაციას ადასტურებს პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერი.

 „კი, აბა, ბოკერია ვერ შემომთავაზებდა“,- ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - მიიღო თუა არა შეთავაზება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის ეხელმძღვანელა. 

ელისაშვილის თქმით, კომისიამ უნდა დაადასტუროს და გაარკვიოს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბერს.

"ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით. უბრალოდ, ჩვენს პარტიას, რომელიც დაარსდა და დარეგისტრირდა არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, რომელსაც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები გვყავდა, საარჩევნო კომისიის არც ერთი წევრი არ გვყოლია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ და ჩვენს პარტიას არ ჰყოლია მთელი საქართველოს მასშტაბით კომისიის წევრები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system