თავში

დეპუტატები პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

დეპუტატები პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
დეპუტატები პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიმართება. დეპუტატები რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

ცვლილებები შეეხება ფრაქციის შექმნის წესს, ამასთან, უქმდება საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობა.

რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები მეათე მოწვევის პარლამენტისთვის განისაზღვრება.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა 26 ივნისს დაასრულა.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას რიგგარეშე სესიების ფარგლებში აგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system