თავში

"ენა ჩამივარდა" - რა უთხრა ციხეში ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილმა

"ენა ჩამივარდა" - რა უთხრა ციხეში ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილმა
ენა ჩამივარდა - რა უთხრა ციხეში ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილმა

"მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ამავე არხის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ კიდევ ერთხელ განმარტა.

ნიკა გვარამია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, ამობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და სამედიცინო დახმარებაზეც უარს ამბობს.

"გარდა ჩვენი ნებისმიერი სხვა ტიპის ურთიერთბისა, იქნებოდა ეს პრეზიდენტის და მინისტრის ურთიერთობა თუ სხვა, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობაც და მე მიშას მიმართ ადამიანური სიყვარული მაქვს. ამიტომ, პირველი, რაც მინდოდა მისთვის მეთქვა, როცა ციხეში შევედი, იყო ის რომ მეთხოვა შიმშილობის შეწყვეტა. რადგან მას ჯანმრთელობაც არ აქვს სათანადო, რომ ამას გაუძლოს. 

ის მიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი, დამასწროდ და მითხრა, რომ მისი შეიმშილობის შეწყვეტა გამორიცხულია, ან მე ვთავისუფლდები, იმიტომ რომ მისი გათავისუფლება გვეყნის გათავისუფლების ტოლფასია, ან მე უნდა მოვკვდეო. ენა ჩამივარდა. 

მე ვკითხე, რას ნიშნავს ეს? მითხრა, რომ 60 დღე არის ის ვადა, როდესაც ადამიანი საკვების გარეშე ძლებს. ან უნდა გამოვიდე და ქვეყანა ამ რეჟიმისგან გათავისუფლდეს, ოღონდ სავსებით მშვიდობიანი მეთოდებით, ან უნდა მოკვდეო. მე პრობლემა არ მაქვსო.

წინასწარ დაწერილი აქვს აკრძალვა. მე ვკითხე, კომატოზურ მდგომარეობაში რომ ჩავარდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ-მეთქი?!

მან გასცა განკარგულება, რომ ვერ ჩაერევიან და წვეთოვანსაც კი ვერ დაუდგამენ. ასევე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მის ნაცვლად ოჯახი. მან ესეც აკრძალა და ოჯახსაც მოუჭრა გზა ამგვარი ჩარევისკენ. პირველი რამდენიმე წუთი გაოგნებული ვუსმენდი. არ იყო ამის მოსმენა მარტივი, თან ვერ გავიაზრე ბოლომდე, რასაც მეუბნებოდა" - აცხადებს ნიკა გვარამია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system