თავში

ენმ-ის წევრები თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ - ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა

ენმ-ის წევრები თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ - ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა
ენმ-ის წევრები თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ - ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა

"გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ დაიკავონ თანამდებობები ძალოვან უწყებებში. ამის შესახებ ჯაფარიძემ გაერთიანებული ოპოზიციის სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. 

,,მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანირად აფასებენ,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ვერ დაიბრუნეს ადამიანების ნდობა, ამომრჩეველს არ სჯერა, რომ რომ ისინი ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელივაჯია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექნიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი თანამდებობებზე აღარ იქნება. სხვა დანარჩენი პრობლემა არ არის. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სიტემა, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ რომ ნაციონალური მოძრაობის ხელში არ აღმოჩნდეს ძალაუფლება" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

გაერთიანებული ოპოზიციის სხდომა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაიმართა. სადაც სამომავლო პერსპექტივებსა და ორშაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე იმსჯელეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system