თავში

ენმ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს

ენმ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს
ენმ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს

"მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში, არსად არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს", - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციაზე თქვა.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ახლა ერთიანი ბრძოლისა და გამარჯვების დროა. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ვიწროპარტიული ინტერესების მიღმა დადგნენ და საზოგადოებას საკუთარი ერთიანობა აჩვენონ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system