თავში

ენუქიძე, მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ

ენუქიძე, მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ
ენუქიძე, მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატი - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას, "ევროპელ სოციალისტებს" აფუძნებენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.  

ინჯიას თქმით, ის პარტია „ევროპელ სოციალისტებს" ქმნის და პარტიის ყრილობა უახლოეს დღეებში გაიმართება.

"პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პარტიორტთა ალიანსს". ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან - მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით. 

მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტების" ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ. თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორ სამაგალითო პარტიას შევქმნით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველაფერი, პირველ რიგში გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული. ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის“ და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შემოვიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე იქნებიან. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე ცნო. 

გუშინ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხ წევრს, რომლებსაც ამის შესახებ ოფიციალურად უარი განაცხადეს, დეპუტატობის მანდატი შეუწყვიტეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system