თავში

"ერთი სიმართლე და ერთი ტყუილი" - გახარია ივანიშვილის განცხადებაზე

"ერთი სიმართლე და ერთი ტყუილი" - გახარია ივანიშვილის განცხადებაზე
ერთი სიმართლე და ერთი ტყუილი - გახარია ივანიშვილის განცხადებაზე

"წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი", - ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში".

"ამ განცხადებაში არის 2 საკითხი:გახარია ჩემი პროექტი არ არის და გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს რომ ჩვენ ვართ "ოცნება 2" ჩვეულებრივი ტყუილია და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდპაირი ზეგავლენა, მაგრამ სიმართლის ნაწილში ვადასტურებ რომ არ ვართ "ოცნება 2". პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო "გაპრავებულად" დაერქვა ღალატი, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ, ეს ჩემი ტვირთია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ,  ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system