თავში

პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა

პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა
პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასის შეხვდა და საქართველო -საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელდა.

საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის ფრანგული საზღვაო გემის „Commandant Birot” შავ ზღვაში შემოსვლას.

"ჩვენ გვაქვს დიმიტრი ამილახვარის სახელობის ძალიან მნიშვნელოვანი ქართულ- ფრანგული დიალოგი, რომელსაც საფუძველი ოფიციალურად პარიზში, 2 დეკემბერს ჩაეყარა და რომლის ფარგლებშიც ყოვლისმომცველ და ძალიან დეტალურ კომუნიკეზე შევთანხმდით.

ასევე, გუშინ და გუშინწინ მიგრაციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია მიმდინარეობდა. კონფერენციის ფარგლებშიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ძალიან საინტერესო დიალოგი გვქონდა კონფერენციაზე განხილულ ყველა საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system