თავში

ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი

ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი
ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი

როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ფაქტობრივად, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ჟუნრალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღარ სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, კელი დეგნანმა უპაუხა, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური მოვლენა და ამაზე ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა. 

მისი თქმით, ეს პოზიცია ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაშიც.

„ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ უფრო დაბალმა საარჩევნო ბარიერმა საშუალება მისცა ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას შესულიყო პარლამენტში. საარჩევნო ბარიერი რომ 5% დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ მის გადალახვას, სავარაუდოდ 2-3 პარტია შეძლებს მომავალ არჩევნებში. ეს არ არის ტრაექტორია, რომელიც მეტ მრავალფეროვნებას გამოიწვევს, პარლამენტში მეტი განსხვავებული შეხედულების წარდგენის საშუალებას შექნის. ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდა, რომ დადებითი ფაქტია, არ განხორციელდება,“- აღნიშნა ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system