თავში

ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური და ბინძური - გახარია

ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური და ბინძური - გახარია
ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური და ბინძური - გახარია

ეს მუნიციპალური არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოქალაქეების სავარაუდო უკანონო მიყურადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე მტკიცებით, მედიაში გავრცელებული მასალების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება, თუმცა ფიქრობს, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. 

„არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე, მომიყვნენ. რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი. ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში. პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს საერთოდ რა არის. მანამდე, ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთება არასერიოზულია. თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს. 

ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც გაჩნდება ჩემს მიმართ, გამიცია პასუხი და მომავალშიც გავცემ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს მუნიციპალური არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. არც ვიცი რაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში, თუ ამის საფუძველი არსებობს, გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ გამოძიების შემდეგ ყველას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. რისთვის აკეთებენ ამას, რა მიზანი ჰქონდა, ავთენტურია, თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს“, - აღნიშნავს გახარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system