თავში

ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე კრიზისიდან - ნიკა მელია

ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე კრიზისიდან - ნიკა მელია
ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე კრიზისიდან - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს. 

 მისი თქმით, მათი მთავარი ოპონენტი, არა "ქართული ოცნება", არამედ რუსეთია.

"ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვინც სოციალურ ქსელში აქტიურობს, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ჯერა ოპოზიციის. 

მადლობა ყველას, ვინც ფიქრობს, მსჯელობს თუ რას იზამს ოპოზიცია. ოპოზიცია არის საქართველოს თითოეული მოქალაქე. 

ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე. ქუჩაში გამოსული მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი, ამ მძიმე, ეგზისტენციალური კრიზისიდან. 

ერთადერთი რამ, რისიც თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა. ამ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებენ, ამ პროცესს, ქართული ოცნება არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ქართული ოცნება, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები. პრაქტიკულად, მექანიკურად, ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები. მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი და ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს.

ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რისთვის უძალიანდება ამ რეჟიმს მარტო იქ გამოკეტილი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამვოშალოთ, ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system