თავში

ეს არის ფარმაკოლოგიური წამება - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

ეს არის ფარმაკოლოგიური წამება - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი
ეს არის ფარმაკოლოგიური წამება - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნულს არაადამიანურ მოპყრობად აფასებს. 

მისი თქმით, სააკაშვილი ციხეში ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ გადაიყვანეს, რაც ფარმაკოლოგიური წამებაა. 

„ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც მიხეილ სააკაშვილს მისცეს ძლიერი დამამშვიდებლები და პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში. ამის გამო არ შეუშვეს მასთან ჰოსპიტალში ექიმები და ადვოკატები. ფარმაკოლოგიური წამება, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკების გამოყენება ადამიანის დასასჯელად ან მისგან ინფორმაციის მისაღებად. ამის მიზანი არის - აიძულონ დამორჩილება, გამოიწვიონ სტრესი, რაც ტკივილის, შფოთვის, ფსიქოლოგიური აშლილობისა და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს“, - წერს გრუშოვეცი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system