თავში

ეს არის ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულა - ირმა ინაშვილი

ეს არის ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულა - ირმა ინაშვილი
ეს არის ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულა - ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ხსნის, თუ რატომ არ ესწრებოდა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატების დღევანდელ შეხვედრას.

ინაშვილი ასევე ამბობს, რომ შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში ორი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ერთს კი პარტია აღიქვამს, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას.

„დღეს ყველა ტელეარხი და ჟურნალისტი მეკითხება, – რატომ არ ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. გპასუხობთ ყველას:

1. ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ელჩებს ჩვენ ვხვდებით ან მარტო ან ე.წ. რაუნდებზე, სადაც არის ხელისუფლებაც და საერთოდ სულყველა.

2. რამდენადაც მე ვიცი (შეიძლება, სწორად არც ვიცი), ეს იყო 7 პარტიის შეხვედრა. და მე კვლავ ვამბობ: ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!

3. ჩვენი მოთხოვნები იგივეა, რაც იყო. პირველი – ახალი არჩევნები გაზაფხულზე! მეორე – გაზაფხულზევე ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები. მესამე – გაზაფხულზევე არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო ყველასათვის.

მეოთხე – გაზაფხულზევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ან გაყალბებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი გახდეს 12 წლიდან ზემოთ.

მეხუთე – საარჩევნო გარემოს ანუ ცესკოს და ა.შ. შეცვლა.

რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით რა მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, – წერს ირმა ინაშვილი.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ შეხვდნენ.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system