თავში

ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია - ღარიბაშვილი

ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია - ღარიბაშვილი
ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია - ღარიბაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნულ საკითზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„რაზე საუბრობთ არ ვიცი თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომელიც, მისი მტკიცებით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system