თავში

ეს არის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი - სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

ეს არის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი - სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს
ეს არის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი - სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

აცრა არის ერთადერთი შანსი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ის მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

"მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც არ არის აცრილი, მოითხოვეთ აცრა. მიდით აცრის პუნქტებში. აიძულეთ მათ, რომ აგცრან. ეს არის ერთადერთი შანსი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. 

ნუ ვიქნებით მთავრობის იმედზე. საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ ავიცრათ და ვაიძულოთ ისინი რომ შემოიტანონ ვაქცინები და აგვცრან", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system