თავში

ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება - სახელმწიფო მინისტრი

ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება - სახელმწიფო მინისტრი
ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება - სახელმწიფო მინისტრი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეხმაურება. 

მან გადაწყვეტილებას უპრეცედენტო და ისტორიული უწოდა. ამასთან, ახვლედიანმა განმარტა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, აქტიურად გამოიყენებს. 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში. ეს კი მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით.

პირველად საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე.

ეს კი შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, მიმოსვლისა და საკუთრების უფლება. რუსეთის ფედერაცია ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

ბუნებრივია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა შემდგომშიც დავიცვათ ინტენსიურად საქართველოს ეროვნული ინტერესები და უზრუნველვყოთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system