თავში

"ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება, ამის ბოლომდე მჯერა" - ნიკა მელია

"ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება, ამის ბოლომდე მჯერა" - ნიკა მელია
ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება, ამის ბოლომდე მჯერა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია "ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, უამრავი ცვლილების ლიდერი მიხეილ სააკაშვილო დღეს ციხეშია, თუმცა ეს ასე დიდხანს არ დარჩება.

„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი

ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული „გაის“ ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!

კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება!

საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ,ამისი ბოლომდე მჯერა!“ - წერს ნიკა მელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system