თავში

ეს დეპუტატები საპარლამენტო შემადგენლობიდან უნდა გავიდნენ - წილოსანი

ეს დეპუტატები საპარლამენტო შემადგენლობიდან უნდა გავიდნენ - წილოსანი
ეს დეპუტატები საპარლამენტო შემადგენლობიდან უნდა გავიდნენ - წილოსანი

ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც "ქართული ოცნების" რესურსით და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან იყარონ კენჭი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ამ დეპუტატებმა ბედი  დამოუკიდებლად, "ქართული ოცნების" გარეშე უნდა სცადონ.

"გუშინ ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგების მხრიდან გაჟღერებული იქნა, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ და თავისთავად, თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია. თუმცა, მეც ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც "ქართული ოცნების" რესურსით და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ "ქართული ოცნების" სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ და იყარონ კენჭი. მე ყოველ შემთხვევაში, ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. მე არ ვუარვყოფ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი, თურმე მათ უთქვამთ, რომ 5 პროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეიტინგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს 5 პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. თუმცა, ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომრჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, "ქართული ოცნების" გარეშე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system