თავში

ეს დღის წესრიგში საერთოდ არ დგას - ბოკერია

ეს დღის წესრიგში საერთოდ არ დგას - ბოკერია
ეს დღის წესრიგში საერთოდ არ დგას - ბოკერია

პარლამენტში შესვლა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, - ამის შესახებ 'ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები უნდა და არა რაიმე სხვა არასაარჩევნო სცენარი, ხელისუფლების შესაცვლელად. 

"როგორ ფიქრობთ, საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას. ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. სწორედ მაგაშია ჩვენი კონსტრუქციულობა. ჩვენ გვინდა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და არა რაიმე სახის არასაარჩევნო სცენარი ხელისუფლების შეცვლის. ეს არის ოპოზიციის მთავარი პასუხისმგებლობა, რომ ამისკენ ვისწრაფოდეთ", - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system