თავში

საპროკურორო საბჭო დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენს

საპროკურორო საბჭო დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენს
საპროკურორო საბჭო დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენს

საპროკურორო საბჭოს წევრები, დღეს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს, მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 2020 წლის 27 იანვარს დაიწყეს. ამ დროისთვის, უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system