თავში

ეს კაცური საქციელი არ არის - კობახიძე

ეს კაცური საქციელი არ არის - კობახიძე
ეს კაცური საქციელი არ არის  - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგია, რომ ნიკა მელია გირაოთი გამოსვლაზე თანახმაა, მაგრამ ეს კაცური საქციელი არ არის. 

კობახიძის თქმით, ნიკა მელიამ კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, მათ შორის ხელწერილის შინაარსიც. 

"როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზადაა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, მათ შორის ეს არის უკან დახევა, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული, რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის მათ შორის ხელწერილში", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system