თავში

ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა - ბადრი ჯაფარიძე

ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა
ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს მხარს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც მეორე ტური იქნება. მან განაცხად, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა.

"ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში. ეს ნიშნავს სწორედ ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა. ეს ნიშნავს ისეთ გარემოს, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგობა გავუწიოთ "ქართული ოცნების" მიერ დანერგილ ნეპოტიზმს, კორუფციას და შევძლოთ, ოპოზიციამ ვმართოთ ქალაქები გამჭვირვალედ, ხალხის ჩართულობით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system