თავში

ეს ყველაზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის - სოზარ სუბარი

ეს ყველაზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის - სოზარ სუბარი
ეს ყველაზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის - სოზარ სუბარი

ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპების ერთგული დარჩება. 

"დიალოგი უნდა შედგეს საქართველოს მომავალზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს და დიალოგიც ეს არის. ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს იმას, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს. ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. არანაირი დიალოგი არ მქონია, მაგრამ ვიცი ქალბატონი სალომეს პოზიცია. როდესაც ლაპარაკი იყო კრიმინალის, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, მან თქვა ორჯერ, მკაფიოდ და არაორაზროვნად – არა და არასდროს! დარწმუნებული ვარ, ის ამ პრინციპის ერთგული დარჩება. ამ პრინციპის გადახვევა ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ვერასდროს შედგება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, რაც ყველაზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის", - განაცხადა სოზარ სუბარმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system