თავში

"ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი!" - გახარია ლაბორატორიის მორიგ დასკვნას აქვეყნებს

"ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი!" - გახარია ლაბორატორიის მორიგ დასკვნას აქვეყნებს
ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! - გახარია ლაბორატორიის მორიგ დასკვნას აქვეყნებს

ექსპრემიერი და თბილისი მერობის კანდიდატი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, ნარკოტკულ ნივთიერებებზე ჩატარებული მორიგი კვლევის პასუხებს აქვეყნებს.

"ავსტრიის (ვენის) ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის:
• ტეტრაჰიდროკანაბინოლი - (მათ შორის ე.წ. მარიხუანა)
• კოკაინი
• ამფეტამინი
• მეტამფეტამინი
• MDEA
• MDMA
• მეფედრონი
• ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი
• კოდეინი
• მორფინი
• ბუფრენორფინი
• დიჰიდროკოდეინი
• ფენტანილი
• მეთადონი
• ტრამადოლი
• ბენზოდიაზეპინები

დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.
კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს"
- ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system