თავში

ესპანელმა კოლეგამ ზალკალიანთან ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა

ესპანელმა კოლეგამ ზალკალიანთან ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობის
ესპანელმა კოლეგამ ზალკალიანთან ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის არანჩა გონზალეს ლაიას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები, სადაც ესპანეთის მხრიდან გამოითქვა მზაობა მხარი დაუჭიროს ვაქცინის ხელმისაწვდომობას საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

"მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმა“ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის ერთგვარი გზავნილი, თუმცა ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ." -განაცხადა არანჩაგონზალესლაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიის კრიზისის ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. ესპანეთმა გამოთქვა დაინტერესება განავითაროს თანამშრომლობა და სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის მიმართულებით.

"ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა" - განაცხადა ესპანეთის ესპანეთისსაგარეოსაქმეთა, ევროკავშირისდათანამშრომლობისმინისტრმა არანჩაგონზალესლაიამ ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროში მიმდინარე მოვლენები მრავალმხრივი ფორმატების კუთხით, ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ორი ქვეყანა 2021 წელს ერთობლივად მუშაობას გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system