თავში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს დავით ზალკალიანმა უპასუხა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს დავით ზალკალიანმა უპასუხა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრს დავით ზალკალიანმა უპასუხა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კაია კალასის განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უკანონო მოსმენების საკითხზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ მეგობრების უკანონო მოსმენა დაუშვებელია. 

ზალკალიანის თქმით, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს შორის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კაია კალასს ამომწურავი პასუხები გასცა.

"მან პრემიერმინისტრის მხრიდან მიიღო ამომწურავი პასუხი ყველა მიმართულებით, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ სრული ღიაობაა დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ, მათ შორის საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს და არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის", -განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system