თავში

ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკოსების მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში.

"ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. დღეს ოპოზიციური პარტიებიდან ხელმომწერები შევიდნენ პარლამენტში, რათა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში საქართველოს მოქალაქეების სახელით.

მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის აღმოსაფხვრელად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებები აღნიშნული ვალდებულების განხორციელების მხარდასაჭერად.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამბედაობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას და წვლილი შეიტანონ მის შესრულებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system