თავში

ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის - ხვიჩია

ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის - ხვიჩია
ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის - ხვიჩია

ნიკა მელიამ გირაო უნდა მიიღოს, რომელიც ევროკავშირმა გადაუხადა, როგორც დასტური იმისა, რომ რასაც ამბობდა, მართალი ყოფილა, რომ ის არ არის კრიმინალი, ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

ხვიჩიას თქმით, ნიკა მელიას ციხეში ჯდომა საერთო საქმეს აფუჭეს და მისი ეს  გადაწყვეტილება სწორი არ არის. 

"მაშინ, დღის წესრიგში ამნისტიის საკითხი არ დადგება, რაც ნიკა მელიას გამო დგას. თუ ასე გამოდიხარ და ადამიანებს ეუბნები, იცი რა, ასე არ მოაგვარო ეს საკითხი, დამოკლეს მახვილივით სულ იყოს გამოკიდებული და პროცესები ჩარჩოს არ დაუბრუნდეს, არ მესმის და სწორი არ არის. ნებისმიერ ადამიანს პატივს ვცემ, ვისაც შეუძლია, იდეის გამო ციხეში თუნდაც ერთი დღე იჯდეს. ეს საპატივცემულო ამბავია, მაგრამ ახლა არის ვითარება, როცა შენი ციხეში ჯდომა იმ საქმეს აფუჭებს, რისთვისაც ერთად ვიბრძვით – პოლიტიკური პროცესები და მისი სტაბილიზაცია. ამიტომ, ნიკა მელიას ციხეში ჯდომა სწორი არ მგონია და მისი ეს ინიციატივა არ მომწონს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system