თავში

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას - კობახიძე

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და
ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, მან ვიზიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

კობახიძის განმარტებით, ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. 

"დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას“ დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. "ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, განაცხადი 2024", - წერს ირაკლი კობახიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system