თავში

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ვაქცინაზე ადრეული წვდომისთვის - ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ვაქცინაზე ადრეული წვდომისთვის - ოლივერ ვარჰეი
ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ვაქცინაზე ადრეული წვდომისთვის - ოლივერ ვარჰეი

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ „COVID-19“-თან ბრძოლის პროცესში და ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. 

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ განვითარებასა და აღდგენას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system