თავში

ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა, მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს - სამადაშვილი

ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა, მელიას
ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა, მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს - სამადაშვილი

მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს დაფარვის შესაძლებლობას, ეს იქნება სწორი, იმიტომ, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ გირაოს გადახდა ნიშნავს, რომ ის აღიარებს ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

სამადაშვილის თქმით, თუ მელია ციხიდან გირაოთი გამოვა, ამნისტიის პროექტი ნიკა მელიას გასათავისუფლებლად სწრაფად მისაღები საშუალება აღარ იქნება. 

"ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზარალებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება მომავალში დაიცვას. მგონი ეს ყველას გვესმის და ესმის "ქართულ ოცნებასაც". დანარჩენს რაც შეეხება, ამნისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს დაფარვის შესაძლებლობას, ეს იქნება სწორი, იმიტომ, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ გირაოს გადახდა ნიშნავს, რომ ის აღიარებს ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად. თუ ის გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, ამნისტიის კანონპროექტი აღარ იქნება სწრაფად მისაღები საშუალება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system