თავში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად პოლონელი დიპლომატი მარეკ სჩიგიელი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ სჩილგელი აღნიშნულ პოსტზე ერიკ ჰეგს ჩაანაცვლებს, რომელიც მისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. მარეკ სჩიგიელი ამჟამად უსაფრთხოების გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მისი უფლებამოსილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე იმოქმედებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო.

მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system