თავში

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები "ლელოს" ლიდერებს ხვდებიან

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები "ლელოს" ლიდერებს ხვდებიან
ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ლელოს ლიდერებს ხვდებიან

"ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი  ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი ბადრი ჯაფარიძე გააკეთა და განაცხადა, რომ ელჩებს ხშირად ხვდება და ეს არანაირი სპეციალური შეხვედრა არ არის.

რა თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერებთან შეხვედრამდე ელჩებთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ , პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი არ გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system