თავში

"ევროპის დღეები 2020“- შეჯამება და პანელური დისკუსია

"ევროპის დღეები 2020“- შეჯამება და პანელური დისკუსია
ევროპის დღეები 2020“- შეჯამება და პანელური დისკუსია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები ვირტუალურად შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. 

"მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებსა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 6 წლისთავზე არსებულ შედეგებზე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების ციფრულ ფორმატში მიმდინარეობის დინამიკასა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ყოველწლიური ღონისძიებათა ციკლი „ევროპის დღეები“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წელს უკვე მერვედ გაიმართა და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 9 მაისიდან 3 ივლისამდე ციფრულ ფორმატში გრძელდებოდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system