თავში

"ევროპულმა საქართველომ" ლარის გაუფასურება გააპროტესტა

"ევროპულმა საქართველომ" ლარის გაუფასურება გააპროტესტა
ევროპულმა საქართველომ ლარის გაუფასურება გააპროტესტა

ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათ ლარის გაუფასურება გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებმა, დემონსტრაციულად, ჰაერში კუპიურები აყარეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

ამ ბანერებზე ხედავთ ამ უპასუხისმგებლო მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ლარის კურსზე. ისინი ყველაფერს და ყველას აბრალებენ ლარის გაუფასურებას, გარდა საკუთარი თავისა.

ამიტომ აქ მოვედით იმის სათქმელად, რომ ლარის ასეთი კურსი არის მთავრობის ბრალი და რომ ამ ხელისუფლებას მხოლოდ ერთი კაცის აზრი აინტერესებს, ივანიშვილის და არა ქვეყნის. ამიტომ აქ მოვიტანეთ ეს ძვირფასი კუპიურები ივანიშვილის გამოსახულებით“, - განაცხადა აქციის მონაწილე თათია ვახტანგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system