თავში

"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიგი წერეთელი წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" დეპუტატობის კანდიდატად გიგი წერეთელი წარადგინა
ევროპულმა საქართველომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიგი წერეთელი წარადგინა

პარტიამ "ევროპული საქართველო" ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიგი წერეთელი წარადგინა. 

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მასთან ერთად მან მოსახლეობას პარტიის გეგმა გააცნო. 

ტყიბული არის ერთ-ერთი მაგალითი არასწორი მართვის და სოციალური უსამართლობის, როდესაც რაიონი, სადაც არსებობს უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრე, ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და ტყიბულელებს აწუხებთ ის ყველაფერი, რაც აწუხებთ დღეს მთლიანად საქართველოს. უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უმუშვერობა, სიღარიბე, გაძვირებული ფასები, ეს არის მაგალითი ქვეყნის არასწორი მართვის და ჩვენი შანსი, რომ შევცვალოთ ქვეყნის არასწორი მართვა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთ, რომ რაიონებს დარჩეთ მეტი კეთილდღეობა იქიდან, რასაც გამოიმუშავებენ და ადამიანებს ჰქონდეთ სამსახური. ჩვენი შანსი არის 31 ოქტომბერი, რომ დამთავრდეს ეს მძიმე გაჭირვება, უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და მოვიდეს გარდამტეხი ცვლილებები", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

გიგი წერეთლის თქმით, პარტიის პრიორიტეტი პენსიებისა და სოციალური დახმარების გაზრდა, ასევე მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება იქნება. 

"ამ ქალაქში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ყველანაირი, შრომითი, ტურისტულიც და კულტურულიც და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამას სჭირდება მხარდამჭერი და მოამაგე“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system