თავში

ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება აღუდგინა

ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება აღუდგინა
ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება აღუდგინა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 96 ხმით 44 -ის წინააღმდეგ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. 

დოკუმენტის განხილვას სესიაზე მწვავე დებატები მოჰყვა. რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად იყვნენ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატორები.

„როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა”, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში ხმის უფლება რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო ჩემოერთვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system